ბრენდები
ვთანამშრომლობთ წამყვან ევროპულ მწარმოებლებთან, რომლებიც ხარისხით, დიზაინითა და გამძლეობით გამოირჩევიან.
ALPI
ALPI რეკონსტრუირებული მერქნის ზედაპირების წამყვანი მწარმოებელია, რომელიც იტალიურ ოსტატობასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს აერთიანებს.
Ethnicraft
პრემიუმ კლასის ბელგიური ავეჯის ბრენდი, რომელიც ტრადიციულ და თანამედროვე დიზაინს მაღალი ხარისხის პროდუქციაში აერთიანებს.
Dinesen
Dinesen არის დანიური ბრენდი, რომელიც 1898 წლიდან ქმნის ექსკლუზიურ მასიური და საინჟინრო ხის იატაკებს გამორჩეულად დიდი ზომებით.
Grad
Grad არის ფრანგული კომპანია და ფასადებისა და ტერასების მოსაპირკეთებელი სამონტაჟო სისტემების მსოფლიო ლიდერი. ბრენდი ქმნის ალუმინისა და პოლიმერის ფარულ სამონტაჟო სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფს მონტაჟის სიზუსტეს, კონსტრუქციულ სტაბილურობასა და ხანგრძლივ გამძლეობას.
LDC Wood
თერმულად დამუშავებული ხის ბელგიური მწარმოებელი. ბრენდის მასალები განკუთვნილია როგორც ფასადების, ისე ინტერიერის მოსაპირკეთებლად.
LZF
პრემიუმ კლასის ესპანური ბრენდი, რომელიც ბუნებრივი ხისგან გამორჩეულ, ხელნაკეთ სანათებს ქმნის.
MOSO Bamboo
ჰოლანდიური ბრენდი, რომელიც ბამბუკისგან ეკოლოგიურად სუფთა, ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მოსაპირკეთებელ მასალებს ქმნის.
TanTimber
თერმულად მოდიფიცირებული ხის მწარმოებელი, რომელიც ლიცენზირებული ThermoWood® ტექნოლოგიით, მხოლოდ სითბოსა და ორთქლის გამოყენებით, ამუშავებს ფიჭვს, იფანს, მუხასა და სხვა სახეობებს. მისი ფიცრები განკუთვნილია ფასადის, ტერასისა და სხვა გარე სივრცეებისთვის და ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს გამძლეობასა და ფორმას.
Thermory
Thermory თერმულად დამუშავებული ხის წარმოებაში თითქმის 30-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ბრენდია.
Traforart
მაღალი ხარისხის ლითონის ბუხრებისა და ღუმელების ესპანური მწარმოებელია. კომპანია ქმნის დახვეწილი დიზაინისა და გამორჩეული ვიზუალის მქონე გათბობის სისტემებს.
Umbrosa
ბელგიური ბრენდი, რომელიც ქმნის მზისგან დამცავ პრემიუმ სისტემებსა და ინოვაციურ საჩრდილობლებს. პროდუქცია განკუთვნილია როგორც კერძო სახლებისთვის, ისე საზოგადოებრივი გარე სივრცეებისთვის.